ახალი ამბები კორონავირუსი საზოგადოება

ჩინეთის ელჩი საქართველოში: სინოფარმის ვაქცინას ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს

საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იანის თქმით, სინოფარმის ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდიტი მოვლენა აქვს. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სინოფარმის ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მლნ დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამიტომ ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული”,- განაცხადა ელჩმა.

ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

იტვირთბა....