ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება 2 პირის განზრახ მკვლელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,1992 წელს დაბადებული ღ.მ, რომელსაც ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება.

უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს – 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, დღეს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძმები მოკლეს.

იტვირთბა....