კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ინტერნეტის წვდომაზე ხელის შეშლა კონსტიტუციური უფლების დარღვევაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ეს გარანტირებული უნდა იყოს ყველა მოქალაქისათვის.
მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
ამ წუთებში, სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქტივისტების განცხადებით, პროტესტი არის მშვიდობიანი.
სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში შეყვანილია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.