ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაუმორჩლებლობის აქციის მონაწილეები კომენდანტის საათს არღვევენ

მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათი უკვე შესრულდა, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია კვლავ მიმდინარეობს და მომიტინგეები კომენდანტის საათს არღვევენ.

აქციის მონაწილეები “კომენდანტის საათის” მოხსნას ითხოვენ.

“კომენდანტი არის ერთ-ერთი გაუგონარი რამ, დაუჯერებელია, რომ დღემდე ჩვენთან მოქმედებს. ამის დემონსტრაციულად დასარღვევად კიდევ მეტი უნდა გამოვიდეთ, იმდენად უკიდურესად დამაზიანებელი ინსტრუმენტია ჯანმრთელობის, ეკონომიკის და ყველაფრის. ეს რომ მობილობის დასასტაბილურებლად იყოს, 7-დან 9-მდე ხომ არ გვექნებოდა ის სიტუაცია, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება ხოლმე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კომენდანტი არ არის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა”, – ამის შესახებ აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა “მთავარ არხს” განუცხადა.

 

იტვირთბა....