ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია ნამახვანზე: არ გამოვა ეგრე და მაგ მთელი ძალით თავად დაენარცხებით მთავრობა!

“ნამოხვანში დირექტორი ჩავიდა ლაპარაკი მინდაო, ოღონდ თან გაიყოლა პოლიციელების რაზმი, გადაკეტეს გზები და ჩაუხშეს კომუნიკაცია”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ამით ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“ყველა მიმართულებით ერთი და იგივე დამოკიდებულება, ძალა აღმართს ხნავსო. არ გამოვა ეგრე და მაგ მთელი ძალით თავად დაენარცხებით მთავრობა!” – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისათვის, რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილები და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს.  რიონის ხეობაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების დროს დააკავეს 2 აქტივისტი.

 

იტვირთბა....