“ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ მან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე.
„რაც შეეხება15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ცნობისათვის, ლეიბორისტულ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოლაპარაკებები ჩაიშალა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.