[su_quote] ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის, ის კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. რაც შეეხება “გირჩს”, ეგ ქლიავების პარტიაა. [/su_quote]
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა და ამით პარტია “მოქალაქეების” ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ალეკო ელისაშვილმა ევროპული ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
ცნობისათვის, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმებსდა და 15 მაისს დაგეგმილ აქციას განიხილავენ.