ახალი ამბები მთავარი

მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია

მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციაშია და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ოჯახის ნების წინააღმდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“, – წერს “იმედინიუსი” კლინიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობით, მწერალი “ნიუ ჰოსპიტალის” კლინკაში იმყოფება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

იტვირთბა....