[su_quote]ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. არ მგონია, რომ “რა კარგი რამ გავაკეთე” თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვცდილობ რამის გამართლებას, მაგრამ, როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა ახლა დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, შეიძლება, შენ გულწრფელიც კი იყო, ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი ფსბ-ს აგენტურის მიერ და რუსული საქმისმკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია, თუმცა ამართლებს თუ არა, ეს მეორე საკითხია ამ ყველაფრის/[su-quote]
ასე ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გია ვოლსკის მიერ აქტივისტებისთვის უხამსი ჟესტის ჩვენებას