ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერაძე: ევროპარლამენტარების განცხადება, ევროკავშირის პოზიციას არ ნიშნავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის დაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და არა ევროპარლამენტი.

ბერაძის განცხადებით, ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობის საწინააღმდეგოდ ნებისმიერ მოვლენას დიდი სიხარულით ეგებება.

“რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებას, ეს ევროკავშირის პოზიციას არ ნიშნავს, ეს მათაც აღნიშნეს ხაზგასმით. ფინანსური დახმარების საკითხს წყვეტს ევროკომისია. სულ ახლახანს ჩატარდა ასოცირების საბჭო და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეს თემა სიხარულით იქნა ატაცებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიწროპარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ ნებისმიერ მოვლენას დიდი სიხარულით ეგებება. სწორედ ამ მიზნით ჩაშალეს შეთანხმების პროცესიც”, – აცხადებს ბერაძე.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მან მხარეებს კონკრეტული საკითხები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ უნდა გათავსუფლდნენ პოლიტპატიმრები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.

იტვირთბა....