ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტარები: ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ ვერ გაგრძელდება

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და ევროპარლამენტარებს  ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია გააცნო, ევროპული საბჭოს რამდენიმე დეპუტატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურ კომპრომისებზე უარის თქმა, რათქმაუნდა იმოქმედებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და რაღაცები შეიცვლება აუცილებლად.

“ღრმად ვართ იმედგაცრუებული, რომ საქართველოში, გასულ სამშაბათს,პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევით მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია. ეს შედეგი როგორც მმართველი პარტიის, ისე შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის  თავმჯდომარე საქართველოს განხრით;

სვენ მიქსერი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;

მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;

პეტრას აუსტრევიჩუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

იტვირთბა....