aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ გმობს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს უკრაინის საზღვართან

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ მკაცრად გმობს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო გადაადგილებებს რუსეთის მხრიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, რუსეთის აგრესიული მოქმედებები აზიანებს ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმებას, რომელიც გასული წლის ივლისში იქნა მიღწეული და ზრდის რეგიონში დაძაბულობას.

“როცა ჩვენ ვსაუბარობთ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე არუნდა დავივიწყოთ რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინაში. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო. ასევე, არუნდა დაგვავიწყდეს 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, რის შედეგადაც, 26 მარტს ოთხი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ეუთო-ს შუამავლობით გასული წლის ივლისში მიღწეულ დეესკალაციის შეთანხმებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან ხდება დიდი სამხედრო ძალის გადაადგილება უკრაინის საზღვრებთან. მკაცრად ვგმობთ რუსეთის ამ ქმედებებს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის მიმართ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ოფიციალურ კიევთან.“

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყაროებში გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეოკადრებით, სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნებოდა ფრონტის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე.

იტვირთბა....