ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი ბოდიშს იხდის

რუსი ჟურნალისტისა ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი საქართველოში, მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას პატიებას სთხოვს.

“მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა.მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს,მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ,ჯანმრთელობას და სიყვარულს,ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული,სიყვარულით,რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს.” – წერს მირანდა მირიანაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.

 

იტვირთბა....