[su_quote] ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს. კვერცხს არ ვისროდი და ასე გიჟივით არ მოვიქცეოდი. “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა აქტივისტების მიერ მოწყობილი აქციების მე არ მჯერა. [/su_quote]
ვახტანგ მეგრელიშვილი – “გირჩის“ ლიდერი.
ცნობისათვის, ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა”- ოკუპირებულ აფხაზეთში, სოციალურ ქსელით განცხადებას ავრცელებს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მიმართვაში ისინი ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავენ და ოკუპირებულ სოხუმში ეპატიჟებიან.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.