რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი პოზნერის გარშემო მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე ღრმა კრიზისს ასახავს. ამის შესახებ განცხადებას ვოლოდინი საკუთარ “ინსტაგრამის” არხზე აქვეყნებს.
ვოლოდინის თქმით, ეს ფაქტი ტურისტული სეზონის წინ სერიოზულად დააზიანებს საქართველოს იმიჯს.
“ვლადიმერ პოზნერის გარშემო მომხდარ მოვლენები კიდევ ერთხელ ასახავს იმ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, რაც საქართველოშია. რადიკალზმის ეს გამოხატულება, რაც ქვეყნაში არსებობს, ეს კარგს არაფერს მოუტანს მათ. ეს მოვლენები აზიანებს საქართველოს იმიჯს და კიდევ ერთხელ ანახებს რამდენად საშიშია საქართველო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.” – აცხადებს ვოლოდინი.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.
პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.