ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, მაქარაშვილი, დიღმელაშვილი, ხოშტარია ეს ადამიანები ფარულ კავშირში არიან რუსეთთან. ამის შესახებ, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“გახსოვთ თქვენ გიგი წერეთლის მადლობა კოვალიოვის მიმართ, ეფესბეს ყოფილი დირექტორის მიმართ, ამბობს კობახიძე.
მქარაშვილი? ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი, ვინ არის დიღმელაშვილი? თავის დროზე აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში, ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი”, — ამბობს კობახიძე.
კობახიძის თქმით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქარველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეული ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთთან.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.