[su_quote]ჩემთვის პოზნერი იქნება, პეტრე თუ პავლე, მნიშვნელობა არ აქვს, ის სახელმწიფო მნიშვნელობის ადამიანი არ არის. მე მკაცრად ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთის ნებისმიერი საზოგადოებრივად აქტიური წევრი საქართველოში დესტაბილიზაციისკენ არის მოვლენილი. მეორე რამეს ვაკვირდები, მეცნიერული დაკვირვებით, როგორც კი ნაციონალურ მოძრაობას გამოელევა სალაპარაკო თემა, რუსები თემას უწევენ-ხოლმე. ნაციონალებს რუსები თავის საქმეს აკეთებენ, ეს ცალსახაა, ჩემი გამოცდილების ადამიას, ეს არ ეშლება. გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მომხრე ვარ, მაგრამ წესრიგის ფარგლებში, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს პოზნერი, პეტრე თუ ივანე, იმ შენობაშია და იმ შენობის დაცვამ მიხედოს, ეს სახელმწიფოს საქმე არ არის. ჩემთვის, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, გარეჯი არ არის საქართველო, ყველა ქუდით მოსასროლია, ადამიანს, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის შიგნით კანონმდებლობასთან, რასაკვირველია საზღვარი ამას უნდა აკეთებდეს და თავიდან უნდა აირიდოს ყველა ინციდენტი, მაგრამ თუ ადამიანს, წავიკითხე ამერიკის პასპორტით შემოსულა, მესაზღვრე არაა ვალდებული სახეზე იცნობდეს იმ ადამიანს. პასპორტში თუ რამე შეუსაბამო არ უწერია, როგორ მიაქცევდა ყურადღებას? როგორც კი საქართველო ევროკავშირისკენ გაძლიერდება, ნატოში გავძლიერდეთ და ა.შ. იმწუთას რუსეთი…[/su_quote]
ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ მეტრონომთან საუბრისას რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის თემის კომენტირებისას გააკეთა.