ვლადიმერ პოზნერმა, რომლის ჩამოსვლამაც საქართველოში ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია, თბილისი დილას დატოვა. ის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა, თუმცა მისმა ვიზიტმა სამოქალაქო პროტესტის ფონზე ჩაიარა და ქვეყნის დროზე ადრე დატოვება მოუწია.
პოზნერი და მისი თანმხლები პირები ჩარტერული რეისით მოსკოვში გამთენიისას გაემგზვრნენ.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.