“არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დოზის ვაქცინის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის მხოლოდ 3%-მდე დოზა, ეს არის 181 დოზა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომ არ მოხდეს მომავალში მსგავსი რამ, პოლიციისა და ჯარის სათადარიგო სია შეიქმნება.
შემდგომში დანაკარგი მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა ტიკარაძემ.
ცნობისათვის, “ასტრაზენეკას“ ერთ შეფუთვაში 10, “ფაიზერის” – 6 ადამიანისთვის სამყოფი დოზაა მოთავსებული. გახსნისას დოზების გამოყენება მალევე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუჭდება.