ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: “არაფერი არ იქნება მისაღები, რაც არ ამოწურავს პოლიტპატიმრებსა და ვადამდელს”

“ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით, ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, მათ შორის საარჩევნო პაკეტს და სამართლებრივ რეფორმას,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ დასძინა, მათთვის არცერთი  ხედვა არ იქნება მისაღები.

“ჯერჯერობით ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლიათ ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის პარტნიორების მიმართ აგრესიული განცხადებებით, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა, შემდეგ ასეთ დოკუმენტზეც კი, რაც დაიდო, ხელის არმოწერით, შეინარჩუნონ ძალაუფლება, სტატუს-კვო. ეს არის მძიმე რეალობა, მაგრამ ეს ჩვენთვის სიახლე არ არის, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ამოცანა არის იგივე, რაც იყო დღემდე. ეს არის ქვეყნის შიგნით ამ ადამიანისთვის მაქსიმალური, ლეგიტიმური, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პრობლემების შექმნა, სანამ მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ წნეხი გაიზარდოს.

ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას, და ვადამდელი არჩევნების საკითხს. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით და ეს მედიატორი, ბატონი დანიელსონი, პრეზიდენტ მიშელის წარმომადგენელია, მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი: ეს არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის საერთოდ. ეს მოხდა ქართული ოცნების პოზიციის გამო. ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, იმ საკითხებზე, რომლებზეც სხვებთან შედარებით კარგად იყო ნამუშევარი, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით, ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, მათ შორის საარჩევნო პაკეტს და სამართლებრივ რეფორმას.” – განაცხადა ბოკერიამ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა

იტვირთბა....