“მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არის ის, რომ დოკუმენტში არ იყო პუნქტი- ვადამდელი არჩევნების შესახებ.
აასევე, როგორც არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა, სწორედ ოპოზიციის ამ ულტიმატუმმა შეუშალა ხელი დიალოგის შეთახმებით დასრულებას.
“მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის დასრულებას წარმატებით”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა