“ორ საკითხზე – პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა,” – ამის შესახებ მოქალაქეიიბის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მხარეები ხუთიდან სამ საკითხზე თანხმდებოდნენ. ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„საერთო ჯამში, შეთანხმება ისევ არ არის. ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით. საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე – პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქმის ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისი და მზაობა, მე პირადად ვერ ვნახე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა