ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ჯორჯ კენტის შეფასებებს  ეხმიანება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტის შეფასებებს  ეხმიანება.

როგორც ნათელაშვილი წერს,  მას არ მოსწონს, რომ ვაშინგტონისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობა პროდასავლურია, და არც ის მოსწონს, რომ ნიკა მელიას ქცევა ამერიკიდანაც კანონდარღვევად ჩანს.

„თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად.

თქვენი განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ნიკა მელიაზე, რომელიც დააპატიმრეს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო აქციაზე აქტიურობისათვის, რომ თითქოს მან მოიხსნა ელექტროსამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და რეჟიმის წაქეზებაა პირდაპირ, რათა მან განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი?!“, – წერს ნათელაშვილი.

 

იტვირთბა....