ახალი ამბები პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: “ერთ მხარეს არის “ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს კი კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია”

“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმიანება და ამაზე პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს

როგორც ღუდუშაური ჟურნალისტებთან აცხადებს, ოპოზიციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” პოზიცია არის კონსტრუქციული.

მისივე შეფასებით, “ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია.”

“პრაქტიკულად მოვისმინეთ ძალიან მკაფიოდ “ქართული ოცნების” პოზიცია, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო იმ მოლაპარაკებებზე ჩვენი მედიატორების მხრიდან, გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების განცხადებები. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია,”- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

 

იტვირთბა....