ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
“ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობა და პასუხისმგებლობას. წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს წარვუდგინე და ეს იქნება საჯარო დოკუმენტი.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. სამწუხაროა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. რაღაც ელემენტებზე იყო მიღწეული თანხობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მაგიდაზე არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო”, – განაცხადა დანიელსონმა.
თუ რა წერია კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – შესაბამის ინფორმაციას “პუბლიკა” ასაჯაროვებს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.