aviabiletebi
ციტატა

ელისაშვილი: “ეს კრიზისი უკვე რაღაც რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა”

მე ვიცი ის, რომ შეთანხმება არის საჭირო. ეს კრიზისი უკვე რაღაც რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა, გაღატაკდა ეს ქვეყანა და ვინმეს თუ უნდა, რომ რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა, შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაერთიანებულ ფორმატში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

 

იტვირთბა....