[su_quote] დღევანდელი მაჩვენებელი და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ტენდენცია გაუარესების. ეს ძალიან საყურადღებოა. ეს ტენდენცია გვქონდა სექტემბრის ბოლოს. თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი, პირველ რიგში პირბადე და დისტანცია, ამან შესაძლოა მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე. [/su_quote]
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.