ახალი ამბები მთავარი

ბათუმის საკრებულოში ხმაურია

ბათუმის საკრებულოში ხმაურია. მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ, სადაც მათ არ უშვებენ.

გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებზე საშვები დაშვებულია, თუმცა ისინი საშვთა ბიურომდე ვერ მიდიან. ერთ-ერთი მიზეზი საშვების არგაცემის, იყო ის, რომ დარბაზში ვერ მოხდებოდა დისტანციის დაცვა.

შენობაში ხმაურია და პოლიციაა მობილიზებული. სხდომა, სადაც 21 საკითხი უნდა განიხილონ, შეჩერებულია. საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საკრებულოში ბათუმი თაუერისთვის ზღვის პირას 3 380მმიწის ნაკვეთის 15 წლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას განიხილავენ.

იტვირთბა....