ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: “ღარიბაშვილი ისე იცვლის განცხადებებში მისწრაფებებს, რომ ეს უკვე ახალი აღარ არის”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ განცხადებებს ხშირად ცვლის.

„დღეს ჩვენ, ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. მართლა ყელში ამოუვიდა სულ ყველას, დავღალეთ საზოგადოება. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გინდა არ გინდა, აქვს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. იმედი მაქვს, რომ ამას გაიაზრებს. არ გაიაზრებს და ძალიან მკაცრი იქნება მედიატორების მხრიდან დამოკიდებულება.

“ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ უთქვამს ერთ დღეს ერთი, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს – მესამე. ღარიბაშვილი ისე იცვლის საკუთარ განცხადებებში მისწრაფებებს, მეგობრობიდან მტრობამდე, მტრობიდან სიყვარულამდე, სიყვარულიდან სიძულვილამდე, რომ ჩემი აზრით, თქვენთვის ეს უკვე ახალი აღარ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

იტვირთბა....