ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: “საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა”

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ მან სიღნაღის რაიონში ისაუბრა, სადაც ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დაათვალიერა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.

“მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი – ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”, – თქვა თალაკვაძემ.

იტვირთბა....