მედიატორ კრისტიან დანიელსონი საბოლოო მოლაპარაკების გამართვამდე, პოლიტიკურ პარტიებს ინდივდუალურად შეხვდება
დღეს დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა.
კერძოდ, დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდება.
კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

