ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანიტა რაჭველიშვილი: “ნუ ეთამაშებით ბედს და გაიკეთეთ ვაქცინა!“

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცინის გაკეთებას ურჩევს.

„იანვარში ხელმეორედ გადავიტანე კორონა ვირუსი და ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე პირველად! ახლაც მაქვს სუნთქვის და დაღლილობის პრობლემები და გემო და სუნი არ აღმიდგა!

6 თვეში, როცა ანტისხეულები აღარ მექნება, ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ვიქნები თუ კორონა შემხვდა, ამიტომ ერთი სული მაქვს ვაქცინა გავიკეთო, როცა ჩემი რიგი დადგება! ნუ ეთამაშებით ბედს და გაიკეთეთ ვაქცინა!“, – წერს რაჭველიშვილი.

25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

იტვირთბა....