ახალი ამბები მთავარი

დავით გადელია: “აუცრელები ქმნით მუდმივ ჭაობს, რომელშიც შესანიშნავად მრავლდებიან ვირუსები”

„პირდაპირ გეტყვით, არა ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მუდამ ვამბობ, რომ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა” ცალკე დიდი მიმართულებაა მედიცინაში და აჯობებს, მათმა წარმომადგენლებმა უფრო კომპეტენტურად აუხსნან მოსახლეობას. ამიტომ, მე მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რატომაა აუცილებელი, რომ მოსახლეობის მაღალი პროცენტი იქნას აცრილი და რა საფრთხეს უქმნის აუცრელი ნაწილი მთელ დანარჩენ საზოგადოებას”, – ამის შესახებ ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და შემდეგ განმარტებას აკეთებს:

“კოვიდ 19-ზე აცრა არაა სამიდღემჩიო და საყოველშტამო! ეს ნიშნავს, რომ სრული აცრიდან დაახლოებით 6-8 თვეში აცრილი ისევ ვხვდები გარემოში, რომელიც აუცრელების გამო ხიფათის მომტანია ყველასთვის! ამას დაამატეთ ისიც, რომ აუცრელები შესანიშნავი გარემოა ვირუსთა მუტაციისთვის, ახალი შტამების წარმოშობისთვის, რომლებზეც შეიძლება ჩემმა აცრამ არც იმოქმედოს.

ეს ფაქტორი რომ არ იყოს, კი ბატონო, შევეცდებოდი დამერწმუნებინეთ, მაგრამ თუ ვერ შევძლებდი- საკუთარი თავისთვის რაც გინდათ ის გიქნიათ. აუცრელები ქმნით მუდმივ ჭაობს, რომელშიც შესანიშნავად იკვებებიან, მრავლდებიან და განახლდებიან ვირუსები – ერთგვარ „ვირუსთა მაიამი ბიჩს“! და ჭაობის სიდიდე პირდაპირპროპორციულია აუცრელთა პროცენტის. სპეციალისტებმა უკეთ ახსნან..“, – წერს გადელია.

25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

იტვირთბა....