“ეპარქიაში შეინიშნება დაძაბულობა, დაკაშირებული არის იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა,” – ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის ეპარქიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჯაღმაიძის განმარტებით, ეპარქიაში არსებული დაპირისპირება ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ურჩობისკენ მოწოდებამაც განაპირობა, ახალ მმართველს კი ურჩი მღვდელმსახურების მიმართ ყველა იმ ზომის გატარება შეუძლია, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
“ეპარქიაში შეინიშნება დაძაბულობა, დაკაშირებული არის იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისაკენ და შედეგად ეს არის, რაც არის, თუმცა ( სტეფანე) მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანეს დანიშვნის შემდეგ პეტრე ცაავას მომხრე მღვდელმსახურებსა და ეპარქიის მმართველს შორის წინააღმდეგობა გამწვავდა.
მან დაპირისპირებულებს რამდენჯერმე სინანულისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს სასულიერო და საერო პირების ნაწილს ზიარების მიღება აუკრძალა და დანარჩენებს სინანულისთვის კიდევ ერთკვირიანი ვადა მისცა.