“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ტელევიზიას უბრუნდება. – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თავად დაწერა.
როგორც ინაშვილი თავისივე პოსტში ამბობს, ის ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს.
“14 აპრილიდან შევხვდებით ობიექტივის ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად”, – წერს ის.