თბილისში, პეკინის გამზირზე, 36 ნომერში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარია.
კორპუსში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილზე 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი.