ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც დანიელსონმა განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.
დანიელსონის თქმით, კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს ძლიერების გამოვლინებაა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრიმისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“- განაცხადა დანიელსონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება