aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

BBC: მიანმარში აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 91 ადამიანი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 91 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამის შესახებ BBC წერს.

“ისინი როგორც ჩიტებს ან ქათმებს ისე გვხოცავენ. ჩვენს საკუთარ სახლებშიც” – აცხადებენ ადგილობრივები

დღევანდელი დღე შეფასდა როგორც ყველაზე სისხლიანი დღე მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ქვეყანაზე კონტროლი აიღეს ხელში.

შეგახსნებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1-ელ თებერვალს მოხდა. ქვეყნის სათავეში სამხედროები მოვიდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, არეულობების შედეგად 400 ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

იტვირთბა....