ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

ფეხბურთის ფედერაცია: ესპანეთის ვარჯიშზე შუქი ტექნიკური მიზეზის გამო ჩაქრა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს “დინამო არენაზე” ელექტროენერგია ტექნიკური მიზეზის გამო გაითიშა. ამის შესახებ “მეტრონომს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

როგორც ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეფერხებას, რის გამოც ელექტროენერგია ხანმოკლე დროით გამოირთო.

“ტექნიკური ხარვეზი იყო და გამოსწორებულია უკვე. ყველაფერი გასწორებულია ამ დროისთვის. ძალიან მოკლე პერიოდში იყო შუქი გათიშული,”- განაცხადეს ფედერაციაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინვორმაცია, რომ “დინამო არენაზე” ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარ საათში ელექტროენერგია გაითიშა.

ინფორმაციისთვის,  ხვალ, 28 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ნაკრებს ხვდება.

იტვირთბა....