“დინამო არენაზე” ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარ საათში ელექტროენერგია გაითიშა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუქის ჩაქვრის შემდეგ სტადიონზე ფანები შეიჭრნენ.
“მეტრონომი” ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
ასევე, ინფორმაციისთვის, დღეს, გლობალურ გარემოსდაცვითი აქციის – “დედამიწის საათი” ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტროენერგია გაოირთო.
აქციის ფარგლებში, ელექტროენერგია საქართველოს პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე, ასვეე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაითიშა. ელექტროენერგია 20:30-დან 21:30 საათამდე შეწყდა.
შეგახსენებთ, ხვალ, 28 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ნაკრებს ხვდება.