მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველთან” მიცემულ ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე ისაუბრა.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ, მელიას დაკავებით გამოწვეული ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესები თავიდან აერიდებინა.
მიისვე თქმით, შესაძლებელი იყო ნიკა მელიას დატოვება აღკვეთის ღონისძიების გარეშეც
„მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.