27 მარტს, ყოველწლიური გლობალური მასშტაბის გარემოსდაცვით აქციას – “დედამიწის საათი” სახელმწიფო სტრუქტურები შეუერთდნენ.
აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე, ასვეე, მთავრობის ადმინისტრაციაში ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა.
ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა დინამო არენაზეც, რა დროსაც ესპანეთის ნაკრების ვარჯიში მიმდინარეობდა. ელექტროენერგია 20:30-დან 21:30 საათამდე შეწყდა.
გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა.
პარლამენტი ამ უმნიშვნელოვანეს კამპანიას წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.
ყოველწლიურად ამ დღეს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი იკრიბება ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო – დედამიწის დაცვისთვის.