„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებები არსწორია. სამნიძემ აღნიშნული კომენტარი ოპოზციური პარტიების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ხათუნა სამნძემ პირველ არხთან განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება.
„მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება „რესპუბლიკური პარტია” და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება. მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ხათუნა სანიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.