ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: ” ვეთანხმებით ანდრიუს კუბილიუსის პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან”

“არსებობს სხვადასხვა პოზიცია, რომელსაც ვეთანხმებით, მაგალითად, ანდრიუს კუბილიუსის პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,” – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ასევე, ხვიჩია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„არ ვიცი, ბატონი დანიელსონი ამჯერად რა გეგმებით ჩამოდის. შესაბამისად, წარმოუდგენელია ახლა განვსაზღვროთ პოლიტიკური სპექტრის რეაქცია, მაგრამ ეს ხალხი, რომელიც ახლა მას დახვდება, აქ იყო წინა ჩამოსვლაზეც. ამიტომ, ვფიქრობ, რამე სიახლეს შემოგვთავაზებს. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიციის მხარდაჭერაც იქნება. ჩვენ გვექნება თითოეულ პოზიციაზე ჩვენი მოსაზრებებიც, მაგრამ ამ პოზიციას ფუნდამენტურად დავუჭერთ მხარს.

შეთანხმება შედგება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რა განწყობით არიან ჩემი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან. ამ ეტაპზე განწყობები ნეგატიურია, რაც ჩვენ ვიცით ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე.  საკმაოდ მძიმედ რომ მიდის მოლაპარაკების პროცესი ეს ვიცით, მაგრამ არსებობს ალბათ შანსი, შეიძლება, მხარეებმა გადახედონ საკუთარ წინა პოზიციებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადა, რომ რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.

იტვირთბა....