ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაყვანა.
მედიკოსების თქმით, 4 დაშავებული მამაკაციდან ერთი უკვე გაეწერა დანარჩენი 3 კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის გამო ავტობანზე მოძრაობა ორმხრივად იყო შეფერხებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.