ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, “სააკაშვილი უნდა გაიწიოს” ნარატივში ლოგია არაა.
“ძვირფასო TV პირველის ჟურნალისტებო #ინგაგრიგოლია, #ეკამიშველაძე როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს, ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი: გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო… სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს — ლოგიკა არსებობს?! თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ — საქართველო არის ჩემი სამშობლო”, — წერს სააკაშვილი.