ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხვალ, შაბათს, 23:55 საათზე ჩამოვა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიესლონი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა.
თუმცა შეთანხმება მაინც ვერ იქნა მიღწეული და მისი განმეორებითი ვიზიტიც ამის გამო შედგება.