ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა – წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.
დაავადებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი, არტერიების გასკდომა, სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება.
ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობის სიმპტომებია გულისრევა, თავბრუსხვევა, ღებინება, ოფლიანობა, გულისცემის ცვლილებები, სისუსტე და მალე დაღლა.
დაავადების მკურნალობას მუდმივი კონტროლი და გარკვეული დიეტის დაცვა სჭირდება. ასევე ექიმი ნიშნავს შესაბამის თერაპიებს, როგორიცაა ვიტამინოთერაპია, სისხლის მიმოქცევის გსაუმჯობესებლი თერაპია. ასევე, ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს სტრესული გარემოსგან თავის არიდებასა და აქტიური ცხოვრების წესის მიყოლას ურჩევენ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მას ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა დაუდგინდა. დამატებითი კვლევებისთვის კი კლინიკაში იმყოფება.