თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ის კლინიკაში იმყოფება გამოკვლევებზე.
მისი თქმით, მას ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს.
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!” -წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი