ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში შემოსული “ფაიზერის” დოზები 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოი შემოსული “ფაიზერის ვაქცინის” დოზები 14 ათას მოქალაქეზე გადანაწილდება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც “ფაიზერით” აიცრებიან, მეორე დოზის გაკეტება 3-4 კვირასი მოუწევთ.

„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით – 29500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით,”- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები გადანაწილდება სამ დიდ ქალაქის 6 კლინიკაში.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

იტვირთბა....